воскресенье, 2 июня 2019 г.

პროექტი ,,შავი ზღვა"


                                                           პ რ ო ე ქ ტ ი
თემის დასახელება: ,,შავი ზღვა“
თემის შინაარსი:მოსწავლეები შეისწავლიან შავი ზღვის მდებარეობას,ბინადრებს,მისი სანაპირო ზოლის ქვეყნებს,კურორტებს და რა პრობლემაა ზღვის სისუფთავესთან დაკავშირებით.
საგანი: ბუნება
დონე/კლას: დაწყებითი,მეოთხე კლასი.
განხორციელების დროის ჩარჩო; ორი კვირა





შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები:
ბუნ.IV.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
ბუნ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს:
ლოკალურ გარემოში ორიენტირება;
წყლისა და ხმელეთის მნიშვნელოვანი ობიექტების აღწერა და მათი ამოცნობა
სხვადასხვა სახის გეგმასა და რუკაზე;
ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობაზე მსჯელობა;
ციკლური ბუნებრივი მოვლენების აღწერა და მათ გამომწვევ მიზეზებზე
მსჯელობა
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები:
მოსწავლეები შეძლებენ:1. საკვლევი საგნის შესწავლას,
                                            2.კვლევის მიზნის განსაზღვრას და ჩამოყალიბებას,
                                             3.გაიგებენ მეტს შავი ზღვის შასახებ,
                                             4.შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას,
                                             5.ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას,
                                             6.პრეზენტაციის მოწყობას.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები:
ზოგადი კითხვები:   როგორ მეხმარება ბუნება სამყაროს შემეცნებაშიბაში?
                                      შესაძლებელია შავი ზღვის სიღრმეების შესწავლა?
თემატური კითხვები: საიდან მომდინარეობს შავი ზღვის სახელწოდება?
                                        რა პრობლემის წინაშეა ზღვა და თუ შეიძლება ამის მოგვარება?
შინაარსობრივი კითხვები: რატომ უწოდებენ შავ ზღვას ,,ორსართულიანს?“
                                              რომელი ოკეანის ნაწილია შავი ზღვა?
                                              რომელი ქვეყნები ესაზღვრება შავი ზღვისპირეთს?
                                                  რომელი სახეობის დელფინები ბინადრობენ ზღვაში?
შეფასების გეგმა

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
პროექტზე მუშაობენ და ასრულებენ დავალებას
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ
გონებრივი იერიში
ცხრილი,,ვიცი,მინდა
ვიცოდე,რა გავიგე“.
კითხვების დასმა
გამოკითხვა.
PowerPoint-ში მუშაობა.
შემაჯამებელი შეხვედრები
სამოქმედო გეგმა.
პრეზენტაცია
ასოციაციური
რუკა
საკლასო ესე
პრეზენტაციის
გააზრება

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
პროექტის პირველ შეხვედრას დავიწყებ გონებრივ იერიშით, რათა შევახსენო შავი ზღვის შესახებ.დავსვამ კითხვებს,რა იციან მის შეხსახებ და რისი გაგება სურთ დადატებით.სავარაუდო პასუხების მეშვეობით შევავსებთ ცხრილს ,,ვიცი,მინდა ვიცოდე,რა გავიგე.“ვკითხავ თუ დაინტერესებულა როდესმე შავი ზღვის დაბინძურების პრობლემების შესახებ.
სხვა საკითხები
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
აქვს მცირე ინფორმაცია შავი ზღვის შესახებ.იცის  Word-ში,   PowerPoint-ში მუშაობა.აქვს შიდა ზღვებზე ინფორმაცია.იცის იტერნეტში მუშაობა,ინფორმაციის მოძიება,სურათისა და ტექსტის გადმოწერა.აქვს პრეზენტაციის უნარ-ჩვევა.

სასწავლო პროცედურები
პროექტის დაწყებამდე დავსვამ კითხვებს: რა არის ზღვა? წარმოშობის მიხედვით რამდენნაირია ზღვა?ზღვა არის თუ არა ოკეანის ნაწილი? საქართველოს რომელი ზღვა ესაზღვრება დასავლეთით?
ამ კითხვების მეშვეობით შევავსებთ სქემას ,,ვიცი,მინდა ვიცოდე,რა გავიგე“-ს ორ გრაფას,ხოლო ბოლო გრაფას პროექტის დასრულებისას შევავსეთ.მეორე გრაფაში ჩავწერეთ ის, რაც აინტერესებდა გაეგო შავი ზღვის   შესახებ.ამ საკითხებს ჩამოვწერეთ კითხვების სახით.ამის შემდეგ მოსწავლეს ერთი კვირის განმავლობაში  ინტერნეტში უნდა მოეძია საიტერესო ინფორმაცია შავი ზღვის შესახებ და მოემზადებინა პრეზენტაცია.მოსწავლემ კარგად გაართვა თავი დავალებას.პირველ რიგში შეავსო ასოციაციური რუკა.მოიძია ისეთი ინფორმაცია,რაც აქამდე არ იცოდა.ინფორმაცია ძირითადად მოიძია ვიკიპედიაში.კერძოდ,მსოფლიოს რომელი მდინარეები ჩაედინება შავ ზღვაში,წითელ წიგნში შეტანილი რომელი არსებები ბინადრობენ,რა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას და როგორ აბინძურებს ადამიანი წყალს.ამის შედეგად რა საფრთხე ემუქრება ცოცხალ არსებებს და ა.შ.
პრეზენტაციამ საიტერესოდ ჩაიარა,მოსწავლე კითხულობდა მის მეირ მოპოვებულ ახალ ინფორმაციას და პარალელურად ავსებდა ასოციაციურ რუკას. ვისაუბრეთ,მივეცი მითითებები მომდევნო კვირის დავალების შესახებ.მოსწავლეს უნდა მოემზადებინა მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის დაყრდნობით ,,PowerPoint“-ში სლაიდ შოუ.დიდი ფორმატის ფურცელზე ჩამოეწერა ის საფრთხეები,რაც შავ ზღვას აბინძურებს.მოსწავლემ დავალებას წარმატებით გაართვა თავი გაამართლა ჩემი მოლოდინი,სლაიდ შოუ საიტერესო იყო.ასე პრობლემები ნათლად და გარკვევით იყო ჩამოყალიბებული.
მომდევნო შეხვედრაზე გაგვაცნო თავისი ნამუშევარი.მივეცი სახალისო დავალება-დაეხატა შავი ზღვა ყველა მოსაზღვრე ქვეყნებითურთ.დასასრულს შევაჯამეთ მთელი სამუშაო.
პროექტის ბლოგზე განთავსებაზე იზრუნებს მასწავლებელი მოსწავლესთან ერთად.

დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებები:           არ მყავს
არაქართულენოვანი                    
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური): არ მყავს
ტექნოლოგია-ტექნიკა
კომპიუტერი,საბეჭდი მანქანა/პრინტერი, ინტერნეტძიება,პოვერ პოინტის პროგრამა




                                         


   პროექტის რეფლექსია
2019 წლის მაისში,მეოთხე კლასში ჩავატარე სასწავლო პროექტი თემაზე ,,შავი ზღვა“.ამ პროექტის მეშვეობით  მოსწავლე შეიტყობს მეტ საინტერესო ინფორმაციას შავი ზღვის შესახებ,რაც არ წერია სახელმძღვანელოში.ისწავლის ინტერნეტში მუშაობას,ნამუშევრის ბლოგზე განთავსებას.
  პირველ შეხვედრაზე შევავსეთ სქემა ,,ვიცი,მინდა ვიცოდე,რა გავიგე“.საიდანაც ნათლად გამოჩნდა,თუ რა იცოდა მოსწავლემ ზღვების შესახებ,რისი გაგება სურდა.ამ კითვებზე დაყრდნობით მივეცი დავალება,მოეძია ინტერნეტში ინფორმაცია შავი ზღვის შესახებ.პირველი პრეზენტაციისას შეავსო ასოციაციური რუკა.შემდეგი დავალება ეხებოდა შავი ზღვის პრობლემების შესახებ ინფორმაციის მოძიება,რითი ემუქრება დაბინძურება და ა.შ.  აგრეთვე  დიდი ფორმატის ფურცელზე დაეხატა ზღვა თავისი მოსაზღვრე ქვეყნებით.
    მოსწავლემ პირნათლად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა.პრეზენტაცია საინტერესო გამოვიდა. პროექტის განმავლობაში თვალს ვადევნებდი მის მუშაობას,გზა და გზა ვაძლევდი მითითებას.
     სლაიდშოუზე მუშაობის დროს დაჭირდა დახმარება,ამიტომ ერთად ვიმუშავეთ.
საბოლოოდ გავაკეთეთ ნამუშევრების წარდგენა სხვა მოსწავლეების თანდასწრებით.გვესწრებოდა რამდენიმე მასწავლებელი,რომლებმაც დამატებით დაუსვეს მოსწავლეს კითხვები.

ამ პროექტმა ბევრი უნარ-ჩვევა განუვითარა მოსწავლეს ესენია:ძიების,პრეზენტაციის, აუდიტორიის წინაშე საუბრის,ინტერნეტში მუშაობის...