четверг, 14 ноября 2019 г.

ელ.რესურსი,,რიცხვითი გამოსახულების ჩაწერა

<iframe src="https://learningapps.org/watch?app=8200158" style="border:0px;width:100%;height:500px" webkitallowfullscreen="true" mozallowfullscreen="true"></iframe>

ეს რესურსი შექმნილია მეორე კლასის მოსწავლეებისთვის.რესურსი დაეხმარება ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენებას.განამტკიცებენ ცოდნას რიცხვითი გამოსახულების ჩაწერაში

понедельник, 4 ноября 2019 г.

ელექრტრონული რესურსი

ელექტრონული რესურსი სახელწოდებით ,,არსებითი სახელი" ვებ-მიმართვა:         "https://learningapps.org/8172406

<iframe src="https://learningapps.org/watch?app=8172406" style="border:0px;width:100%;height:500px" webkitallowfullscreen="true" mozallowfullscreen="true"></iframe>

воскресенье, 2 июня 2019 г.

პროექტი ,,შავი ზღვა"


                                                           პ რ ო ე ქ ტ ი
თემის დასახელება: ,,შავი ზღვა“
თემის შინაარსი:მოსწავლეები შეისწავლიან შავი ზღვის მდებარეობას,ბინადრებს,მისი სანაპირო ზოლის ქვეყნებს,კურორტებს და რა პრობლემაა ზღვის სისუფთავესთან დაკავშირებით.
საგანი: ბუნება
დონე/კლას: დაწყებითი,მეოთხე კლასი.
განხორციელების დროის ჩარჩო; ორი კვირა





შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები:
ბუნ.IV.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
ბუნ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს:
ლოკალურ გარემოში ორიენტირება;
წყლისა და ხმელეთის მნიშვნელოვანი ობიექტების აღწერა და მათი ამოცნობა
სხვადასხვა სახის გეგმასა და რუკაზე;
ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობაზე მსჯელობა;
ციკლური ბუნებრივი მოვლენების აღწერა და მათ გამომწვევ მიზეზებზე
მსჯელობა
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები:
მოსწავლეები შეძლებენ:1. საკვლევი საგნის შესწავლას,
                                            2.კვლევის მიზნის განსაზღვრას და ჩამოყალიბებას,
                                             3.გაიგებენ მეტს შავი ზღვის შასახებ,
                                             4.შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას,
                                             5.ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას,
                                             6.პრეზენტაციის მოწყობას.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები:
ზოგადი კითხვები:   როგორ მეხმარება ბუნება სამყაროს შემეცნებაშიბაში?
                                      შესაძლებელია შავი ზღვის სიღრმეების შესწავლა?
თემატური კითხვები: საიდან მომდინარეობს შავი ზღვის სახელწოდება?
                                        რა პრობლემის წინაშეა ზღვა და თუ შეიძლება ამის მოგვარება?
შინაარსობრივი კითხვები: რატომ უწოდებენ შავ ზღვას ,,ორსართულიანს?“
                                              რომელი ოკეანის ნაწილია შავი ზღვა?
                                              რომელი ქვეყნები ესაზღვრება შავი ზღვისპირეთს?
                                                  რომელი სახეობის დელფინები ბინადრობენ ზღვაში?
შეფასების გეგმა

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
პროექტზე მუშაობენ და ასრულებენ დავალებას
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ
გონებრივი იერიში
ცხრილი,,ვიცი,მინდა
ვიცოდე,რა გავიგე“.
კითხვების დასმა
გამოკითხვა.
PowerPoint-ში მუშაობა.
შემაჯამებელი შეხვედრები
სამოქმედო გეგმა.
პრეზენტაცია
ასოციაციური
რუკა
საკლასო ესე
პრეზენტაციის
გააზრება

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
პროექტის პირველ შეხვედრას დავიწყებ გონებრივ იერიშით, რათა შევახსენო შავი ზღვის შესახებ.დავსვამ კითხვებს,რა იციან მის შეხსახებ და რისი გაგება სურთ დადატებით.სავარაუდო პასუხების მეშვეობით შევავსებთ ცხრილს ,,ვიცი,მინდა ვიცოდე,რა გავიგე.“ვკითხავ თუ დაინტერესებულა როდესმე შავი ზღვის დაბინძურების პრობლემების შესახებ.
სხვა საკითხები
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
აქვს მცირე ინფორმაცია შავი ზღვის შესახებ.იცის  Word-ში,   PowerPoint-ში მუშაობა.აქვს შიდა ზღვებზე ინფორმაცია.იცის იტერნეტში მუშაობა,ინფორმაციის მოძიება,სურათისა და ტექსტის გადმოწერა.აქვს პრეზენტაციის უნარ-ჩვევა.

სასწავლო პროცედურები
პროექტის დაწყებამდე დავსვამ კითხვებს: რა არის ზღვა? წარმოშობის მიხედვით რამდენნაირია ზღვა?ზღვა არის თუ არა ოკეანის ნაწილი? საქართველოს რომელი ზღვა ესაზღვრება დასავლეთით?
ამ კითხვების მეშვეობით შევავსებთ სქემას ,,ვიცი,მინდა ვიცოდე,რა გავიგე“-ს ორ გრაფას,ხოლო ბოლო გრაფას პროექტის დასრულებისას შევავსეთ.მეორე გრაფაში ჩავწერეთ ის, რაც აინტერესებდა გაეგო შავი ზღვის   შესახებ.ამ საკითხებს ჩამოვწერეთ კითხვების სახით.ამის შემდეგ მოსწავლეს ერთი კვირის განმავლობაში  ინტერნეტში უნდა მოეძია საიტერესო ინფორმაცია შავი ზღვის შესახებ და მოემზადებინა პრეზენტაცია.მოსწავლემ კარგად გაართვა თავი დავალებას.პირველ რიგში შეავსო ასოციაციური რუკა.მოიძია ისეთი ინფორმაცია,რაც აქამდე არ იცოდა.ინფორმაცია ძირითადად მოიძია ვიკიპედიაში.კერძოდ,მსოფლიოს რომელი მდინარეები ჩაედინება შავ ზღვაში,წითელ წიგნში შეტანილი რომელი არსებები ბინადრობენ,რა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას და როგორ აბინძურებს ადამიანი წყალს.ამის შედეგად რა საფრთხე ემუქრება ცოცხალ არსებებს და ა.შ.
პრეზენტაციამ საიტერესოდ ჩაიარა,მოსწავლე კითხულობდა მის მეირ მოპოვებულ ახალ ინფორმაციას და პარალელურად ავსებდა ასოციაციურ რუკას. ვისაუბრეთ,მივეცი მითითებები მომდევნო კვირის დავალების შესახებ.მოსწავლეს უნდა მოემზადებინა მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის დაყრდნობით ,,PowerPoint“-ში სლაიდ შოუ.დიდი ფორმატის ფურცელზე ჩამოეწერა ის საფრთხეები,რაც შავ ზღვას აბინძურებს.მოსწავლემ დავალებას წარმატებით გაართვა თავი გაამართლა ჩემი მოლოდინი,სლაიდ შოუ საიტერესო იყო.ასე პრობლემები ნათლად და გარკვევით იყო ჩამოყალიბებული.
მომდევნო შეხვედრაზე გაგვაცნო თავისი ნამუშევარი.მივეცი სახალისო დავალება-დაეხატა შავი ზღვა ყველა მოსაზღვრე ქვეყნებითურთ.დასასრულს შევაჯამეთ მთელი სამუშაო.
პროექტის ბლოგზე განთავსებაზე იზრუნებს მასწავლებელი მოსწავლესთან ერთად.

დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებები:           არ მყავს
არაქართულენოვანი                    
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური): არ მყავს
ტექნოლოგია-ტექნიკა
კომპიუტერი,საბეჭდი მანქანა/პრინტერი, ინტერნეტძიება,პოვერ პოინტის პროგრამა




                                         


   პროექტის რეფლექსია
2019 წლის მაისში,მეოთხე კლასში ჩავატარე სასწავლო პროექტი თემაზე ,,შავი ზღვა“.ამ პროექტის მეშვეობით  მოსწავლე შეიტყობს მეტ საინტერესო ინფორმაციას შავი ზღვის შესახებ,რაც არ წერია სახელმძღვანელოში.ისწავლის ინტერნეტში მუშაობას,ნამუშევრის ბლოგზე განთავსებას.
  პირველ შეხვედრაზე შევავსეთ სქემა ,,ვიცი,მინდა ვიცოდე,რა გავიგე“.საიდანაც ნათლად გამოჩნდა,თუ რა იცოდა მოსწავლემ ზღვების შესახებ,რისი გაგება სურდა.ამ კითვებზე დაყრდნობით მივეცი დავალება,მოეძია ინტერნეტში ინფორმაცია შავი ზღვის შესახებ.პირველი პრეზენტაციისას შეავსო ასოციაციური რუკა.შემდეგი დავალება ეხებოდა შავი ზღვის პრობლემების შესახებ ინფორმაციის მოძიება,რითი ემუქრება დაბინძურება და ა.შ.  აგრეთვე  დიდი ფორმატის ფურცელზე დაეხატა ზღვა თავისი მოსაზღვრე ქვეყნებით.
    მოსწავლემ პირნათლად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა.პრეზენტაცია საინტერესო გამოვიდა. პროექტის განმავლობაში თვალს ვადევნებდი მის მუშაობას,გზა და გზა ვაძლევდი მითითებას.
     სლაიდშოუზე მუშაობის დროს დაჭირდა დახმარება,ამიტომ ერთად ვიმუშავეთ.
საბოლოოდ გავაკეთეთ ნამუშევრების წარდგენა სხვა მოსწავლეების თანდასწრებით.გვესწრებოდა რამდენიმე მასწავლებელი,რომლებმაც დამატებით დაუსვეს მოსწავლეს კითხვები.

ამ პროექტმა ბევრი უნარ-ჩვევა განუვითარა მოსწავლეს ესენია:ძიების,პრეზენტაციის, აუდიტორიის წინაშე საუბრის,ინტერნეტში მუშაობის...



суббота, 4 мая 2019 г.


                                                   სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი,გვარი,პირადი ნომერი:ანა გიგოლაშვილი   62003013164
საგანი: ქართული,სპორტი
 სწავლის საფეხური:დაწყებითი
კლასი:  პირველი
მოსწავლეთა რაოდენობა: 2
სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი: არ მყავს.
გაკვეთილის ტიპი:   ინტეგრირებული
გაკვეთილის თემა:   პატარა ფეხბურთელი
მიზანი:        ž კითხვის უნარ-ჩვევის განვითარება;
                      ž ლექსიკური მარაგის გამდიდრება-გააქტიურება;
                      ž მარტივი ინფორმაციის თანმიმდევრულად გადმოცემა;
                      ž ტექსტში აღწერილი ამბის საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირება;
                      ž სწორად წერის უნარის განვითარება;
                      ž სპორტის სახეობების გაცნობა;
                      ž ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი სიყვარულის აღძრა.     
სტანდარტი ესგ-თან მიმართებაში:
ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
  ქართ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების მიზნის შესაბამისად გამოყენება.
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.
ართ.დაწყ.(I).11. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ლექსიკურ და სემანტიკურ მხარეზე, ენობრივ ფორმებზე დაკვირვება.
ქართ.დაწყ.(I).15. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების მიზნის შესაბამისად გამოყენება.
ფ.ა.I.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისათვის აუცილებელი საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების გამოვლენა.
ფ.ა.I.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს მონაწილეობის მიღება ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაკაჟებისათვის აუცილებელ ელემენტარულ ფიზიკურ აქტივობებში.


N
აქტივობის აღწერა
გამოყენებილი მეთოდი/მეთო
დები
კლასის ორგანიზების
ფორმა/
ფორმები
სასწავლო რესურსი
მიზანი
დრო
1
მასწავლებელი ესალმება კლასს.აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს.აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების რუბრიკას
ვერბალური ახსნა
საკლასო
ჟურნალი,კალა
მი,დიდი ფორმატის ფურცელი
მოსწავლე
თა მობილიზება
საგაკვეთილო
პროცესისათვის.
1წთ
2
წერითი დავალების შემოწმება. მასწავლებელი წინარე ცოდნის შემოწმების მიზნით დასვამს ინტერაქცია კითხვებს.1.რას მიირთმევენ ადამიანები დღის განმავლობაში?(საუზმე,სადილი,ვახშამი)
2.თქვენ რამდენჯერ მიირთმევთ დღეში?
3.ვის რა კერძი გიყვართ?
4.რატომაა აუცილებელი ჭამის დროს სისუფთავის დაცვა? 5.შენ იცავ ჭამის დროს სისუფთავეს? როგორ? 6.იბან ხელებს ჭამის წინ საპნით? 7.როგორი ბიჭია სიკო? 8.რას ურჩევდით პატარა ბიჭს?9.თვითონ როგორ მოიქცეოდით?როგორი კაცია ძია ნიკო?

კითხვა-პასუხი,მსჯელობა,
აზრის გამოთქმა,
დასაბუთება
მთელი კლასი
კალამი,რვეული
წინარე ცოდნის
შემოწმება
3წთ
3
გამოწვევის მიზნით მოსწავლეებს ვაყურებინებ Power Point-ში მომზადებულ რესურს სახელწოდებით,,სპორტის სახეობები“.სადაც იქნება პატარა ნაწყვეტები სპორტის სახეობებიდან.ყოველი ნაწყვეტის ყურების შემდეგ დამისახელებენ ბავშვები სპორტის სახეობის სახელწოდებას.არცოდნის შემთხვევაში მე ვასახელებ.
ფილმის ყურების შემდეგ იტყვიან სპორტის რა სახეობა უყვართ და აპირებენ თუ არა,მისდიონ მას.დაასახელებენ ცნობილ სპორტსმენებს,მათ შესახებ გადმოცემენ მარტივ ინფორმაციას.მასწავლებელი ეკითხება კლასს:თქვენი აზრით,როგორ მიაღწიეს მათ ასეთ წარმატებას? რა არის საჭირო იმისათვის,რომ ცნობილი სპორტსმენი გახდე?
მასწავლებელი მოსწავლეებს მოუწოდებს სისტემატური სპორტული ვარჯიშისაკენ,სხეულის გაჯანსაღება-გაკაჟებისკენ,თუნდაც ისინი არ აპირებდნენ,პროფესიონალი სპორტსმენები გახდნენ.
ფილმის ყურება
აზრის გამოთქმა
მთელი კლასი
კომპიუტერი
გამოწვევა
10
4
მოსწავლეები მუსიკის თანხლებით ასრულებენ სპორტის გაკვეთილზე ნასწავლ სპორტულ ვარჯიშებს.ვარჯიში1.,,გავიზარდოთ მეტად“-ცერებზე აწევა,მკერდის არეში გაზნექი,ზემკლავი,ს.მდგომარეობაში დაბრუნება.ვარჯიში 2.,,სპილო დიდია დიდი,თაგვი კი პატარა“-გარერკალებით ზემკლავი.ბუქნბჯენი ,,თაგვი კი-პატარა“
ვარჯიში 3.წინზნექი-ამოვიღოთ კალათიდან სარეცხი,გავფერთხოთ და წინმკლავი-გადავკიდოთ თოკზე
ვარჯიში
მთელი კლასი
კომპიუტერი
შესვენება
3
5
კითხვაში ვარჯიში.
მასწავლებელი იყენებს მეთოდს,,პაუზებით კითხვა“.ბავშვებს უსვამს მაპროვოცირებელ და მაკონტროლებელ შეკითხვებს.ტექსტი დაიყოფა სამ ნაწილად.თქვენი აზრით
რაზე იქნება ამ ტექსტში საუბარი?  რა უნდა გააკეთოს ბიჭმა,რომ ფეხბურთელი გახდეს?რა მოხდება სტადიონზე?
ტექსტის ნაწილთა გამთლიანების მიზნით რიგ-რიგობით აკითხებს მოსწავლეებს
კითხვაში ვარჯიში
მთელი კლასი
წიგნი
კითხვის უნარ-ჩვევის განვითარება
10
6
მასწავლებელი დაფაზე დაწერს მარტივ წინადადებებს.ბავშვები გადაიწერენ რვეულებში.მასწავლებელი თვალყურს ადევნებს როგორ იცავენ მოსწავლეები უჯრების რაოდენობას სიტყვებსა და ასოებს შორის.მოახდენენ წინადადების ანალიზს-სინთეზს.სიტყვებში გამოარჩევენ მარცვლებს,თანხმოვანსა და ხმოვან ასო-ბგერებს.
ენობრივ ერთეულებზე მუშაობა
მთელი კლასი.ინდივი
დუალური
დაფა,ცარცი,
რვეული,კალამი
წერითი მეტყველების უნარ-ჩვევის განვითარება
6
7
მოსწავლეების შეფასება.საშინაო დავალების მიცემა.
მითითება,საუბარი
მთელი კლასი
წიგნი,შფასების რუბრიკა
შეჯამება
2



                                                                          შეფასების რუბრიკა
სახელი,გვარი
მისაღწევი შედეგი
მისაღწევი შედეგი
მისაღწევი
შედეგი
მისაღწევი
შედეგი
მისაღწევი
შედეგი

შეუძლია ამბის თანმიმდევრულად გადმოცემა
შეუძლია ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევის წარმოჩენა
აკავშირებს ტექსტში აღწერილს საკუთარ გამოცდილებასთან
წერისას იცავს უჯრების რაოდენობას ასოებსა და სიტყვებს შორის.
კითხვაზე პასუხს სცემს სრულად და გასაგებად წარმოთქვამს ყველა სიტყვას
აბულაძე მეგი





გავაშელი ოთარი






შეფასება ხდება შემდეგი  გრადაციით:სრულად დაფარა/აითვისა;ნაწილობრივ დაფარა;ესაჭიროება განვითარება.